Saturday, July 12, 2014

სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.



2.პროექტის მთავარი იდეა: ვადგენთ სამუშაო გეგმას

3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას, ეს მათ განუვითარებს დამოუკიდებლად კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს.




4.პროექტის მიზნები: გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გაეცნობიან, თუ რა ტრადიციები აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

5.მონაწილეთა ასაკი:12-13 წელი

6.ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები გაეცნობიან და გააკეთებენ პრეზენტაციას.



8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტი, კლასგარეშე წიგნები.



9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)

აქტივობა 1. მოსწავლეები ინაწილებენ სამუშაოს, ვანაწილებთ დროს

აქტივობა 2.  შევარჩიეთ საპრეზენტაციო თემა, შევიმუშავეთ პროექტის გეგმა

აქტივობა 3.  გადავანაწილეთ ჯგუფში მოვალეობები

აქტივობა 4. პროდუქტისთვის მზადება



აქტივობა 5.  პროდუქტის პრეზენტაცია

აქტივობა 6. პრეზენტაციის შეფასება მასწავლებლის მიერ შეფასების რუბრიკის მიხედვით

პროექტის  შეფასება


კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი

აქტიური მუშაობა
არ ერთვება მუშაობაში, არის პასიური
მეტ-ნაკლებად ჩართულია მუშაობაში
აქტიურადაა ჩართული
პროექტის შინაარსი
ინფორმაცია დაულაგებელია
ინფორმაცია მწირია, თუმცა აზრი დალაგებულია
ინფორმაცია სრულყოფილად არის დალაგებული
პრეზენტაცია
პრეზენტაცია უხარისხოა, ვიზუალურად არ არის გაფორმებული
ვიზუალურად გაფორმებულია, მაგრამ უინტერესოდ წარმოადგენს
პრეზენტაციას ხარისხიანად და საინტერესოდ წარმოადგენს

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან კავშირი:

ინგლისური

უცხ.დ.III 14.მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში

უცხ.დ.III 12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური გარემოს ერთმანეთთან შედარება.
მოსწავლეებს შეუძლიათ აღწერონ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს საქართველოში, საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში,  გერმანიაში, ინგლისში და ა. შ.

ისტ-ი
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენება, სასურველი ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაციის წარდგენა.

11.პროექტის ხელმძღვანელი-ნანა ბერძენიშვილი

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nanaberdzenishvili77@g.mail.com